ტრამპის განცხადება
მერიკის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ის წაახალისებდა რუსეთს, რათა თავს დასხმოდა NATO-ს ნებისმიერ წევრს, რომელიც არ გადაიხდიდა გადასახადებს, როგორც სამხედრო ალიანსის ნაწილი. ამის შესახებ ტრამპმა სამხრეთ კაროლინელ ამომრჩევლებთან შეხვედრისას განაცხადა. ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ NATO-ს წევრ ქყვეყნებს ბარაქ ობამა იმის გამო უყვარდათ, რომ ის მათგან არაფერს მოითხოვდა, თავად კი NATO-ს წევრი ქვეყნების ლიდერებს სამხედრო ბიუჯეტის გაზრდას აიძულებდა, რადგანაც არ სურდა, ვინმეს შეერთებული შტატები სულელ ქვეყანად ჩაეთვალა.
