საკადრო წმენდა უკრაინის შეიარაღებულ ძალებში
უკრაინის პრეზიდენტი შეიარაღებულ ძალებში საკადრო წმენდას განაგრძობს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს კიდევ რამდენიმე სამხედრო მაღალჩინოსანი დანიშნა. მისი განკარგულებით, გაერთიანებული ძალების მეთაურის პოსტს იური სოდოლი დაიკავებს, სადესანტო-შემტევ ძალებს იგორ სკიბიუკი უხელმძღვანელებს, ტერიტორიული თავდაცვის ძალების მეთაურად კი იგორ პლახუტა დაინიშნა. ანდრეი პავლიუკი დაიკავებს სახმელეთო ძალების მეთაურის პოსტს, რომელიც მანამდე ალექსანდრ სირსკის ეკავა. გენერალი სირსკი ზელენსკიმ შეიარაღებული ძალების სარდლად დანიშნა.
