შშმ პირის გაუპატიურების საქმე
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებულის პატიმრობიდან გათავისუფლებას პროკურატურა სააპელაციო წესით გაასაჩივრებს. ქვეყნის მთავარი საგამოძიებო უწყება არ იზიარებს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებას, რომლემაც დაკავებული გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. პროკურატურის ინფორმაციით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი გააუპატიურა. სამართალდამცავებმა მამაკაცი 7 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება ედება წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გაუპატიურება და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება.