რუსთავში მომხდარი მკვლელობის საქმე
რუსთავში ე.წ სტამბოლის ბაზარში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ. სასამართლომ სრულად გაითვალისწინა პროკურატურის შუამგდომლობა. სხდომას ორივე დაკავებული ესწრებოდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებიდან ერთს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა, მეორეს კი სამ წლამდე სასჯელი ემუქრება. როგორია მხარეთა პოზიციები - სხდომის შემდეგ გაკეთებულ კომენტარები.
სიუჟეტის ავტორი: თამარ ჩიკვატია
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
