ბაზაძის ბრინჯაო თბილისის მსოფლიო თასზე
სანდრო ბაზაძემ თბილისში გამართულ ფარიკაობის მსოფლიოს თასის გათამაშებაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მსოფლიოს რეიტინგის 30 წლის ქართველმა ლიდერმა 2 სამხრეთ კორეელი და ერთი ფრანგი მოფარიკავე დაამარცხა, ნახევარფინალში კი ირანელ ალი პაკდამანთან 13-15 წააგო. შეჯიბრის გამარჯვებული უნგრელი აარონ სილაგი გახდა, რომელმაც ფინალში სწორედ პაკდამანს აჯობა. მსოფლიოს თასი დღეს გუნდური შეჯიბრით დასრულდება.
