უფლისციხის სამუზეუმო სერვისების განვითარება
კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალში იმყოფებოდა და ინფრასტრუქტურული სამუშაოების მომდევნო ეტაპის განხორციელებაზე მუზეუმისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელა. ნაკრძალში სრულად შეკეთდა და განახლდა მუზეუმის შიდა სივრცე, ვიზიტორთა ცენტრი და მისი ფასადი. ტერიტორიაზე მოეწყო თანამედროვე ტიპის შეხვედრების ოთახი, შეიცვალა ხის ფასადი და გადახურვა, შეიღება ძეგლის ლითონის მოაჯირები და კიბე. უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალში კერძო სექტორთან თანამშრომლობითა და სამინისტროს მონაწილეობით სხვადასხვა ტიპის განახლებული სერვისები დაინერგება.