ესპანეთში ფერმერთა პროტესტი გრძელდება
ესპანეთში ფერმერთა საპროტესტო აქცია გრძელდება. მადრიდში აქციის მონაწილეებმა ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს, რასაც პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა. ფერმერები აქციებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთი კვირაა, მართავენ. ისინი უკრაინიდან და ევროკავშირის სხვა არაწევრი ქვეყნებიდან სურსათის იმპორტის შეზღუდვას და საწვავის ფასის შემცირებას ითხოვენ. საპროტესტო აქციები იმართება საფრანგეთში, ბელგიაში, იტალიასა და პორტუგალიაშიც.
