ისრაელის სამხედრო ოპერაცია რაფაჰში
საერთაშორისო ზეწოლის გათვალისწინებით, ისრაელს რაფაჰში ოპერაციის დასასრულებლად 1 თვე დარჩა. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა. მისი თქმით, ღაზის სამხრეთით, ეგვიპტის საზღვართან მდებარე ქალაქში ოპერაცია რამადანის დაწყებამდე, ანუ 10 მარტამდე უნდა დასრულდეს. სამხედრო ხელმძღვანელობას ნეთანიაჰუმ რაფაჰიდან მოსახლეობის ევაკუაციისთვის გეგმის შედგენაც დაავალა. ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებას წინ უძღოდა რაფაჰზე საჰაერო იერიშები, რასაც 17 ადამიანი ემსხვერპლა.
