ვითარება საავტომობილო გზებზე
უხვი ნალექის გამო ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის რიყეთი-კურორტი გოდერძის მონაკვეთზე გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს. დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია. რაც შეეხება ქუთაისი მოწამეთა-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის ნაქერალას უღელტეხილის მონაკვეთს გაწმენდითი სამუშაოების შედეგად მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა უკვე აღდგენილია.
