უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა
პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო. დაკავებულია 20 ადამიანი 1 კი მხილებული. საგამოძიებო მოქმედებები თბილისსა და რეგიონებში ჩატარდა. ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცების სახით ამოღებულია სხვადასხვა ტიპის იარაღი და ვაზნები. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს.
