კონფერენცია დევნილი ფერმერებისთვის
„შესაძლებლობები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის სოფლის მეურნეობაში“ - ამ თემაზე ზუგდიდის ტექნოპარკში კონფერენცია გაიმართა. ღონისძიების მიზანია აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ფერმერი მეწარმეებისთვის სახელმწიფო სტრუქტურების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის მხრიდან წარმოდგენილი იმ პროგრამებისა და პროექტების გაცნობა, რომლითაც შეუძლიათ ისარგებლონ სოფლის მეურნეობის პირველად და მეორად წარმოებაში ჩართულმა ფერმერებმა.
