კლოდ მონეს ნახატს წვნიანი შეასხეს
ლეონარდო და ვინჩის „მონა ლიზას“ შემდეგ ფრანგი ეკოაქტივისტების მორიგი სამიზნე კლოდ მონეს ნახატი გახდა. ლიონის სახვითი ხელოვნების მუზეუმში მათ ნახატს, სახელწოდებით „გაზაფხული,“ წვნიანი შეასხეს. 2 ახალგაზრდა ქალი სამართალდამცველებმა ადგილზე დააკავეს. ანალოგიური ინციდენტი 2 კვირის წინ ლუვრში მოხდა, როდესაც ეკოაქტივისტებმა წვნიანი „მონა ლიზას“ შეასხეს.
