კულება პუტინის ინტერვიუს ეხმაურება
„პუტინისგან ინტერვიუს აღება 2024 წელს იგივეა, რაც ჰიტლერისთვის სიტყვის გადაცემა 1944 წელს“,- ასე ეხმაურება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ინტერვიუს, რომელიც რუსეთის პრეზიდენტთან ამერიკელმა ჟურნალისტმა ტაკერ კარლსონმა ჩაწერა. „დღეს პუტინს საშუალებას აძლევთ მისი ავადმყოფი გენოციდური პროპაგანდა გაავრცელოს, მეორე დღეს კი ის ხარკოვს ბომბავს და ადამიანებს კლავს. პუტინისგან ინტერვიუს აღება 2024 წელს იგივეა, რაც ჰიტლერისთვის სიტყვის გადაცემა 1944 წელს. მას არ უნდა ეხმარებოდნენ სისხლისმსმელი ტყუილების გავრცელებაში”,- წერს დმიტრო კულება „ტვიტერის“ გვერდზე.
