ისრაელის სამხედრო ოპერაცია რაფაჰში
ისრაელს რაფაჰში ოპერაციის დასასრულებლად 1 თვე დარჩა. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. ბენიამინ ნეთანიაჰუმ ომის კაბინეტის წევრებს განუცხადა, რომ ღაზის სამხრეთით მდებარე ქალაქში ოპერაცია რამადანის დაწყებამდე უნდა დასრულდეს. მანამდე მან არმიის ხელმძღვანელობას რაფაჰიდან მოსახლეობის ევაკუაციისთვის გეგმის შედგენა დაავალა. საერთაშორისო საზოგადოება ისრაელს მოუწოდებს, რაფაჰში სამხედრო ოპერაციაზე უარი თქვას. გაეროს ინფორმაციით, ქალაქს თავს ღაზის სხვადასხვა ადგილებიდან დევნილი მილიონზე მეტი ადამიანი აფარებს.
