ვითარება საავტომობილო გზებზე
უხვი ნალექის გამო, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის რიყეთი-კურორტი გოდერძის მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია. რაც შეეხება ქუთაისი-მოწამეთა-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის ნაქერალას უღელტეხილის მონაკვეთს, გაწმენდითი სამუშაოების შედეგად მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა უკვე აღდგენილია.
