ვაჟა აზარაშვილი მახათას პანთეონში დაკრძალეს
დღეს საქართველო დიდ ქართველ კომპოზიტორს, ვაჟა აზარაშვილს დაემშვიდობა. ყველასათვის საყვარელი მუსიკოსი, კომპოზიტორი და პედაგოგი მახათას პანთეონში დაკრძალეს. ქაშუეთის ეკლესიაში, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა, სახელოვნებო წრეების წარმომადგენლები, პოლიტიკოსები და რიგითი მოქალაქეები იმყოფებოდნენ. ვაჟა აზარაშვილის ოჯახის წევრებს პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა მიუსამძიმრა. სამძიმრის წერილი გაავრცელა კათოლიკოს პატრიარქმა
