ყალბი ინფორმაცია
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მორიგი სატელევიზიო მანიპულაციისა და სიყალბის გავრცელების შესახებ განცხადებას ავრცელებს. როგორც ირკვევა, ერთ-ერთი ტელევიზიის გადაცემის ანონსში პარტიის ახალი ოფისის მშენებლობასთან დაკავშირებით ფაქტის დამახინჯების მცდელობაა. „ქართული ოცნება“ განცხადებასთან ერთად აქვეყნებს ვიდეოს, რომელშიც, პარტიის აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე სიუჟეტის ავტორს დეტალურად განუმარტავს, ახალ ოფისთან დაკავშირებულ საკითხებს. მათივე თქმით, მიუხედავად ამისა, ინტერვიუს მცირე ნაწილი ისეა დამონტაჟებული და წარმოდგენილი, რომ მაყურებელმა რეალური ინფორმაცია ვერ მიიღოს, ნათქვამია „ქართული ოცნების" განცხადებაში. რაც შეეხება თავად თემას, საუბარია მშენებარე ფართზე, სადაც „ქართული ოცნების“ ახალი ოფისი უნდა განთავსდეს და ამასთან დაკავშირებით მშენებარე კომპანიასთან მოლაპარაკება ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ამ მოლაპარაკებებს ადასტურებს თავად კომპანიის ხელმძღვანელობა. „ნიუ ოფისის“ დამფუძნებელი ამბობს, რომ ხელშეკრულება ჯერ გაფორმებული არ არის, რა ფორმა ექნება მას „ქართულ ოცნებასთან“, ეს იქნება იჯარა, თუ იჯარით გამოსყიდვა, მალე გახდება ცნობილი
