პრემიერი სტიქიის ზონაში
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დღეს სტიქიაგამოვლილ ბაღდათსა და ქედაში ჩავიდა. პრემირმა უშუალოდ მოისმინა დღეს იქ არსებული მდგომარეობა და პირადად მიუსამძიმრა გარდაცვლილთა ოჯახებს. სტიქიიდან მეხუთე დღეს გაწმენდითი სამუშაოები თითქმის დასრულებულია, პრემიერმა მოისმინა ინფორმაცია რა დახმარებას საჭიროებს ორივე ზონა და რა პრევენციული ღონისძიებებია გასტარებელი. ირაკლი კობახიძის თქმით, რისკის ზონაში მყოფ ყველა ოჯახს, შესაბამის დახმარებას აღმოუჩენენ, მთავრობა კი მაქსიმალურად გაზრდის წინასწარი შეტყობინებების სისტემების რაოდენობას. მიმდინარე კვირას სტიქიას ბაღდათსა და ქედაში 11 ადამიანი ემსხვერპლა
