სიმონ-ვაჟა მელიქიშვილის ნამუშევრების გამოფენა
დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში სიმონ-ვაჟა მელიქიშვილის ნამუშევრების რეტრო სპექტული გამოფენა გაიხსნა. გამოფენაზე წარმოდგენილი ქანდაკებები საჯარო სივრცისთვის იყო განკუთვნილი, თუმცა მათი უმეტესობა საზოგადოებისთვის უცნობი დარჩა საბჭოთა იდეოლოგიასთან შეუსაბამობის გამო. გამოფენის დათვალიერება 10 მარტამდე იქნება შესაძლებელი