საერთაშორისო ფორუმი
მარნეულისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტების მიერ ორგანიზებული პირველი საერთაშორისო ფორუმი, „კულტურა, ღვინო და ტექნოლოგიების ქალაქების პლატფორმა“ ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა. ფორუმში მონაწილეობდა მსოფლიოს 10 ქვეყნის დელეგაცია, დიპლომატიური კორპუსი და სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურიდან მიწვეული სტუმრები. სტუმრებს მუნიციპალიტეტების კულტურული და ეკონომიკური პოტენციალი გააცნეს