ვაჟა აზარაშვილი მახათას პანთეონში დაკრძალეს
ვაჟა აზარაშვილი უკანასკნელ გზაზე გააცილეს. ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი და პედაგოგი მახათას პანთეონში დაკრძალეს. ქაშუეთის ეკლესიაში, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა, სახელოვნებო წრეების წარმომადგენლები, პოლიტიკოსები და რიგითი მოქალაქეები იმყოფებოდნენ. ვაჟა აზარაშვილის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა. ბიძინა ივანიშვილი ვაჟა აზარაშვილის სამძიმარზე მეუღლესთან, ეკატარინე ხვედელიძესთან ერთად იმყოფებოდა. სამძიმრის წერილი გაავრცელა კათოლიკოს პატრიარქმა
