რუსთავში მომხდარი მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს
რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე მკვლელობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ კიდევ ერთი პირი დააკავა. ახალგაზრდა მამაკაცი სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით არის დაკავებული, რაც ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას გულისხმობს. შეგახსენებთ, რომ რუსთავში გუშინ ოთხი ადამიანი მოკლეს. მკვლელობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ერთი პირი გუშინ დააკავა
