„ქართული ოცნების“ განცხადება
„ქართული ოცნება“ ერთ-ერთი ტელევიზიის გადაცემის ანონსის შესახებ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ პარტიის ახალი ოფისის მშენებლობასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია ყალბი და მანიპულაციურია. „ქართული ოცნება“ განცხადებასთან ერთად აქვეყნებს ვიდეოს, რომელშიც, პარტიის აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე სიუჟეტის ავტორს დეტალურ განმარტებას აძლევს ახალ ოფისთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე. მათივე თქმით, მიუხედავად ამისა, ინტერვიუს მცირე ნაწილი ისეა დამონტაჟებული და წარმოდგენილი, რომ მაყურებელმა რეალური ინფორმაცია ვერ მიიღოს და ანონსში გადმოცემული სიცრუე დაიჯეროს. ნათქვამია „ქართული ოცნების" მიერ გავრცელებულ განცხადებაში
