გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადება
გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების 8 ჯგუფი, საქართველოს ტერიტორიაზე, განვითარებული სტიქიის ზონებში რჩება და მოვლენების შესწავლას ადგილზე აგრძელებს. მათ შორის 4 ჯგუფი აჭარაში, 3 იმერეთში და ერთი შიდა ქართლის ტერიტორიაზე იმყოფება. 6 თებერვლიდან დღემდე გეოლოგების ჯგუფებმა შეაფასეს 189 ოჯახი, გატარდა საპრევენციო ზომები და მდგრად ადგილზე გადაყვანას დაექვემდებარა 94 ოჯახი