პარაკლისი „ბასიანის“ მიმდებარე ტერიტორიაზე
თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა მამა შალვა კეკელიამ მრევლთან ერთად, კლუბ „ბასიანის" მიმდებარე ტერიტორიაზე პარაკლისი გადაიხადა. სასულიერო პირი კლუბური ნარკოტიკების აკრძალვას და აზარტული თამაშების კონტროლს ითხოვს. მამა შალვა კეკელიას განცხადებით, პარაკლისის გადახდის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო რაც კლუბის ტერიტორიაზე ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა. მისი თქმით, 19 წლის გოგო კლუბურმა ნარკოტიკმა იმსხვერპლა
