საარჩევნო კოდექსი
ოპოზიციის მცდელობის მიუხედავად პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღო. პროექტი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის და წევრების არჩევის წესს ეხება. კანონპროექტში ცვლილებები ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობის გაუქმებასაც ითვალისწინებს, რომელსაც აქამდე ოპოზიციის კვოტით ლელო იკავებს. ცვლილებები კანონპროექტში თავმჯდომარისა და წევრების არჩევის სამ ეტაპიან პროცესს ითვალისწინებს. პირველ კენჭისყრაზე კანდიდატს ასარჩევად დეპუტატების 90 ხმა სჭირდება, იმ შეთხვევაში თუ ხმათა ეს რაოდებობა ვერ მოაგროვა, მას 76 ხმით აირჩევენ. იმ შემთხვევაში კი, თუ პარლამენტმა კანდიდატი ვერცერთ კენჭისყრაზე ვერ აირჩია, საკითხი გადაწვეტილების მისაღებად პრეზიდენტს გადაეცემა