მაკა ბოჭორიშვილი რობინ დანიგანს შეხვდა
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში, რობინ დანიგანს შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის სხვადასხვა მიმართულებასა და ურთიერთობაზე, მათ შორის, საპარლამენტო თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობებზე. შეხვედრისას ხაზი გაესვა ევრო კავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესს და ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევრო კავშირის გადაწყვეტილების მნიშვნელობას. ელჩთან შეხვედრისას ასევე, განიხილეს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საკითხი
