გვარამიას პარტია
ქართულ პოლიტიკურ სპექტრს, დიდი ალბათობით, ნიკა გვარამიას პარტია მალე შეემატება. აქტიურ კონსულტაციებს გვარამიასთან ადასტურებენ “ნაციონალური მოძრაობის” უკვე ყოფილი წევრები, ნიკა მელია და ხატია დეკანოიძე. ოპოზიციის ნაწილს ახალი პოლიტიკური პარტიისგან განსაკუთრებული მოლოდინი არ აქვს, მმართველი გუნდი კი დარწმუნებულია, რომ ნიკა გვარამია პოლიტიკაში ახალს ვერაფერს იტყვის.
