პოლიტიკური შეფასებები
პარლამენტის თავმჯდომარის ხედვა, არასამთავრობო ორგანიზაციების ქცევის, სტრატეგიის, დაფინანსებისა და პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენის შესახებ ოპოზიციის ნაწილისთვის მიუღებელია. მათი თქმით, მმართველი გუნდი მუდმივად ესხმის თავს მესამე სექტორს და შალვა პაპუაშვილის სტატიაც ამის მაგალითია.
