პარლამენტის თავმჯდომარის სტატია
პარლამენტის თავმჯდომარე საჯარო შეთანხმების ინიციატივით გამოდის. გასაჯაროვდეს იმ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება და საქმიანობა, რომლებიც პოლიტიკასთან არიან კავშირში. შალვა პაპუაშვილი ვრცელ სტატიაში წერს, რომ მნიშვნელოვნად მიაჩნია დონორების მხრიდან პასუხისმგებლობის გაზიარება იმ საქმიანობაზე, რომელსაც, მათი სახელის გამოყენებით, არასამთავრობო ორგანიზაციები ეწევიან. ამის აუცილებლობას ქვეყნის პირველი კანონმდებელი რამდენიმე ფაქტორით ხსნის.
