წუთიერი დუმილი პარლამენტში
დაღუპულთა ოჯახებს დღეს სამძიმარი პარლამენტში გამოუცხადეს. სხდომა წუთიერი დუმილით გაიხსნა. ბოლო დღეებში ქვეყნის მასშტაბით განვითარებულ მძიმე მოვლენებს გამოეხმაურნენ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე
