„იმედი“ მიშოს გლოვობს
„იმედში“ გლოვაა. ჩვენ ტელეკოპანიის გამორჩეულ თანამშრომელს და მეგობარს, „იმედის კვირის“ ოპერატორს მიშო ბიძინაშვილს ვემშვიდობებით. ის პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს ტრაგიკულად დაიღუპა. საჰაერო ბურთი, სადაც მიშო ბიძინაშვილი ორ მფრინავთან ერთად იმყოფებოდა, სოფელ ასურეთთან გუშინ ჩამოვარდა. შედეგად დაიღუპნენ ხომალდის მეთაური და პირველი პილოტიც
