სოსო ჯაჭვლიანი გარდაიცვალა
65 წლის ასაკში სოსო ჯაჭვლიანი გარდაიცვალა. ის მძიმე დაავადებას ებრძოდა. სოსო ჯაჭვლიანი იყო მსახიობი, დამდგმელი რეჟისორი, სცენარის ავტორი და ფილმების პროდიუსერი; მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი მკლავჭიდში, საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი. ასევე, იყო მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (2012-2016)-ში. სოსო ჯაჭვლიანის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დეპუტატებმა. სოსო ჯაჭვლიანის ოჯახს და ახლობლებს უსამძიმრებს თბილისის მერი