აითაჯ შახმაროვას მკვლელობის საქმე
აითაჯ შახმაროვას მკვლელობის საქმეზე ბრალდებული დედა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა, მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე არ დააკმაყოფილა. ბრალდებული ქალი პროცესზე შეუძლოდ გახდა და სასამართლოში საჭირო გახდა სასწრაფო დახმარების გამოძახება. შეგახსენებთ, გასული წლის 6 ოქტომბერს მოკლული აითაჯის საქმეზე გამოძიებას სამი ბრალდებული ჰყავს დაკავებული. აითაჯის დედა, ბიძა და 27 წლის კაცი, რომელთანაც არასრულწლოვანი 2023 წლის ივნისიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იძულებით იმყოფებოდა
