სტიქია მაღალმთიან აჭარაში
მეწყრული პროცესები განვითარდა, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყინჩაურში, 43 ოჯახი უსაფრთხო ადგილას არის გაყვანილი. მეწყერმა დააზიანა სხალთა-ხიხაძირის საავტომობილო გზა და ერთი ხიდი. ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა და შესაბამისი სამსახურები. საგანგებო რეჟიმით გრძელდება ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი მნიშვნელობის და შიდა სასოფლო საავტომობილო გზების დამეწყრილი მონაკვეთების გაწმენდა. ასევე, უსაფრთხო ადგილზეა გაყვანილი 130 ოჯახი ქედასა და შუახევში
