"იმედის" ოპერატორი ტრაგიკულად დაიღუპა
მეორე დღეა ვგლოვობთ ჩვენი გამორჩეული თანამშრომლის, ტელეკომპანიის ოპერატორის, მიშო ბიძინაშვილის ტრაგიკულად დაღუპვას. მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტრო იკვლევს. გამოძიება საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.
