ვაჟა აზარაშვილი გარდაიცვალა
ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი და პედაგოგი ვაჟა აზარაშვილი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. მის სიმღერებს ათწლეულების განმავლობაში ასრულებენ. ვაჟა აზარაშვილმა ქართულ კულტურას ჟანრობრივად მრავალფეროვანი შემოქმედება დაუტოვა, მას ეკუთვნის როგორც სიმფონიური, კამერულ-ინსტრუმენტული და საესტრადო ნაწარმოებები, ისე მიუზიკლები. კომპოზიტორის გარდაცვალების გამო, მის ოჯახს, ახლობლებსა და მთელს საზოგადოებას უსამძიმრებენ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე.
სიუჟეტის ავტორი: შორენა კოპალეიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
