მორიგი შეტევა და შეკვეთილი სტატია ბიძინა ივანიშვილზე
პუბლიკაციას სათაურით „პატიმარი და ოლიგარქი: ბრძოლა საქართველოს მომავლისთვის“ გამოცემა „ეკონომისტი“ აქვეყნებს. ავტორმა, რომელიც ამტკიცებს, რომ პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ივანიშვილს ოლიგარქად მოიხსენიებს, საქართველოში შეხვედრები მხოლოდ სააკაშვილის წარმომადგენლებთან გამართა და საპირისპირო პოზიციით არც დაინტერესებულა. მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ შეკვეთილი პუბლიკაციის მიზანი სააკაშვილის თემის აქტუალიზება და საქართველოს ინტერესების შელახვაა.
სიუჟეტის ავტორი: მეგი ნარსავიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
