"იმედის" ოპერატორი მიშო ბიძინაშვილი ტრაგიკულად დაიღუპა
„იმედში“ გლოვის დღეა. ჩვენი კოლეგა, მიშო ბიძინაშვილი ტრაგიკულად დაიღუპა. საჰაერო ბურთი, სადაც მიშო ორ მფრინავთან ერთად იმყოფებოდა, სოფელ ასურეთთან ჩამოვარდა. დაიღუპნენ: ხომალდის მეთაური და პირველი პილოტი, საქართველოს სამგზის რეკორდსმენი, 19 წლიანი სტაჟის მქონე რევაზ უთურგაური. ასევე ფრენის 13 წლიანი გამოცდილების მქონე პოლონელი კშიშტოფ ზააპარტი. საჰაერო ბურთით ფრენაში ზააპარტი მსოფლიოში მეორე ადგილზე იყო. მას 3500-ს კილომეტრზე მეტი ჰქონდა ნაფრენი. მფრინავებს ამჯერად საჰაერო ბურთით ყველაზე დიდ მანძილზე ფრენაში მსოფლიო რეკორდის დამყარება სურდათ. „იმედი“ გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს.
