შეკვეთილი სტატია
შეტევა ბიძინა ივანიშვილზე. „პატიმარი და ოლიგარქი: ბრძოლა საქართველოს მომავლისთვის“ - ამ სათაურით სტატია ბრიტანულმა გამოცემამ გამოაქვეყნა. ჟურნალისტი მკითხველს მხოლოდ იმ ინფორმაციას უყვება, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მხარემ მიაწოდა. სტატაში ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად არის მოხსენიებული, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კი მძიმედ შეფასებული. გავრცელებული ინფორმაციით, ჟურნალისტი საქართველოში იყო ჩამოსული და შეხვედრები გამართა, მათ შორის მარიამ ჯიშკარიანთან. სტატიის ავტორს მოყვანილი აქვს გიული ალასანიას და გიორგი ჩალაძის ციტატები. სტატიის შინაარსით კმაყოფილია “ნაციონალური მოძრაობა”. მმართველი გუნდისთვის კი ეს შეკვეთილი სტატიაა, რომლის მიზანი საქართველოს ინტერესების შელახვაა.
