სტიქია დასავლეთ საქართველოში
სტიქიას ებრძვიან იმერეთში, სამეგრელოსა და აჭარაშიც. მოსახლეობა უსაფრთხო ადგილზე გაჰყავთ. მობილიზებულები არიან ხელისუფლების წარმომადგენლები. აჭარაში მეწყერი, მხოლოდ ქედის მუნიციპალიტეტში, ასზე მეტ ადგილას განვითარდა. რთულია ვითარება ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ მაგისტალზე. სოფელ „პირველ მაისში“ მეწყერი დღეს დილით ჩამოწვა. იწმინდება გზა. ასამდე ოჯახი უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი. სტიქიის ზონაში ვითარებას გეოლოგები შეისწავლიან.