"იმედის" ოპერატორი ტრაგიკულად დაიღუპა
რამდენიმე საათის წინ ტრაგიკულად დაიღუპა “იმედის” ოპერატორი, მიშო ბიძინაშვილი. ის, გადაღებაზე იმყოფებოდა და სამსახურებრივ მოვალეობას ასრულდებდა, როდესაც ასურეთში საჰაერო ბურთი, მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზს შეეჯახა და ჩამოვარდა. “იმედის კვირის” ოპერატორი, საჰაერო ბურთში იმყოფებოდა. ასევე დაღუპულია მასთან ერთად მყოფი, ორი ადამიანი. ტელეკომპანია “იმედი”, მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო, გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს, თანაგრძნობას უცხადებს.
