სტიქია საქართველოში
აჭარა, სამეგრელო, რაჭა, ქვემო სვანეთი, კახეთი და შიდა ქართლი- რთული მეტეოროლოგიური პირობები და დიდთოვლობა საქართველოში. უხვმა ნალექმა საავტომობილო გზების პარალიზება გამოიწვია. სტიქიის გამო პრობლემები იყო ელექტროენერგიით მომარაგებაშიც. ყველაზე მძიმე ვითარება კი აჭარაშია, სადაც 2 ადამიანი დაიღუპა. ყველგან მობილიზებული არიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და შესაბამისი სამსახურები. ერთადერთი გამონაკლისი წალენჯიხაა, სადაც ადგილობრივ მერს ამ დრომდე ეძებენ.
სიუჟეტის ავტორი: ანა ჩხიკვაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
