აჭარაში სტიქიას ორი ადამიანი ემსხვერპლა
აჭარაში სტიქიას 2 ადამიანი ემსხვერპლა. მათ შორის 1 შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია. ქედის რაიონული სამმართველოს უბნის უმცროსი ინსპექტორი საცხოვრებელ სახლში მაშინ დაიღუპა, როდესაც მეწყერმა შენობა მთლიანად წაიღო. რაც შეხება ხულოს - სოფელ ზემო თხილვანაში ზვავმა და მეწყერმა საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაანგრია. ამ დროს შენობაში 2 ადამიანი იმყოფებოდა. უბედურ შემთხვევას მხოლოდ მამაკაცი გადაურჩა, ქალი კი ადგილზე დაიღუპა.
