აჭარაში სტიქიას ორი ადამიანი ემსხევრპლა
აჭარაში სტიქიას ორი ადამიანი ემსხევრპლა. მათ შორის ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია. ქედის რაიონული სამმართველოს უბნის უმცროსი ინსპექტორი საცხოვრებლ სახლში მაშინ დაიღუპა , როდესაც მეწყერმა შენობა მთლიანად წაიღო. რაც შეხება ხულოს - სოფელ ზემო თხილვანაში ზვავმა და მეწყერმა სახოვრებელი სახლი მთიანად დაანგრია. ამ დროს შენობაში ორი ადამიანი იმყოფებოდა , უბედურ შემთხვევას მხოლოდ მამაკაცი გადაურჩა ქალი კი ადგილზე დაიღუპა.
