მინისტრობის კანდიდატები პარლამენტში
“ნაციონალური მოძრაობა” მთავრობის განახლებული შემადგნელობის საპარლამენტო მოსმენების ფორმატს იწუნებს. ოპოზიციური პარტია მათ ფრაქციასთან ცალკე შეხვედრას ითხოვს, ეს იმ ფონზე, როდესაც გასულ კვირას დღის წესრიგი ბიურომ დაამტკიცა, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობა” არ დაესწრო. მმართველ პარტიაში ეჭვი აქვთ, რომ “ნაციონალური მოძრაობა” პროცესის ჩიხში შეყვანას და მინისტრთა კაბინეტის დამტკიცების გაჭიანურებას ცდილობს.
სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
