შენგელიას 11 ქულა
თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონია“ იტალიური სერია “ა”-ს მე-19 ტურში „ტრევიზოს“ ესტუმრა და მეტოქე 39-ქულიანი სხვაობით ანგარიშით: 100:61 დაამარცხა. ქართველმა კალათბურთელმა თამაში ძირითადიდან დაიწყო. მან 18 წუთში 11 ქულა, 2 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. თორნიკემ 5-დან 4 ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. „ვირტუსი“ სერია ა-ში მეორე ადგილს ინარჩუნებს, შენგელიას გუნდი მომდევნო მატჩს უკვე ევროლიგაზე, „მონაკოს“ წინააღმდეგ ჩაატარებს.
