ლევან გორგაძის გაცილება სპორტიდან
ტოჩინოშინის სუმოდან გაცილების ცერემონიაზე იაპონიაში, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით, ანსამბლი „რუსთავი“ იმყოფებოდა. ღონისძიებაზე ანსამბლის წევრებმა ქართული მრავალხმიანობის ნიმუშები და ქართული ცეკვები შეასრულეს. მიღებაზე, რომელიც, იაპონიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, გაიმართა, საზოგადოებას მიმართეს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ, იოსებ ბაღათურიამ, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იაპონიაში თეიმურაზ ლეჟავამ.
