საჰაერო განგაში უკრაინაში
რუსეთის მხრიდან ტაქტიკური ავიაციის გამოყენების საფრთხის გამო, უკრაინის აღმოსავლეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ ტერიტორიებზე საჰაერო განგაში გამოცხადდა. სარაკეტო იერიშის სამიზნეში მოექცა ხარკოვის ოლქის ბლაგოდუხოვსკის რაიონი. საოკუპაციო ძალების იერიშისას რამდენიმე შენობას და მაღაზიას ცეცხლი მოედო; ჩამოინგრა სასტუმროს შენობა. ვრცელდება ცნობები დაშავებულებისა და ნანგრევებში მოყოლილთა შესახებ.
