შეზღუდვები გზებზე
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კობი - გუდაურის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტი გაუჩერებლად გავლის რეჟიმით იმოძრავებს, რაც საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით იქნება შესაძლებელი. ამას გარდა, რთული მეტეოროლოგიური პირობების, ძლიერი თოვის, ზვავსაშიშროებისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაქერალას უღელტეხილზე.
